მომსახურების პირობები

წესები და პირობები

ჩვენს შესახებ

WORLDBUS-ი არის შპს ,,Trade Zone”-ის ერთ-ერთი ვირტუალური ბრენდი (ს/ნ 406296958), რომელიც გთავაზობთ იაფ, ხელმისაწვდომ, ღირებულ და გლობალურად საიმედოდ მართული გამოყოფილი სერვერების, ვირტუალური პირადი სერვერების, ღრობლოვანი ვირტუალური პირადი სერვერების და გაზიარებული ჰოსტინგის სერვისებს.

დაარსების დღიდან, WORLDBUS-ი არის მსოფლიოს ვებ-ჰოსტინგის სერვისისების წამყვანი მომწოდებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცენტრალური ოფისი მდებარეობს საქართველოში, ჩვენ საერთაშორისო დონეზე 200-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებლებს ვაძლევთ უმაღლესი დონის მომსახურებას.

ჩვენ გთავაზობთ პაკეტებს როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვის.

თითოეული ჩვენი მართული სერვერების გეგმაში შედის სწრაფი რეაგირების მხარდაჭერა, 99.9%-იანი დროული გარანტია და 7-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია.

ყველა სერვერი განთავსებულია უახლოეს მონაცემთა ცენტრში. ცენტრის უსაფრთხოების თავისებურებებში შედის კლიმატის კონტროლი, წვდომის კონტროლი და გადაუდებელი ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტი კვების მომარაგების სისტემით (UPS) და დიზელზე მომუშავე გენერატორებით. გარდა ამისა 24/7 მიმდენარეობს წვდომის უწყვეტი მონიტორინგი.

კონფიდენციალურობა

  • თქვენი პერსონალური მონაცემები დაცულია მონაცემთა დაცვის ფედერალური კანონის გათვალისწინებით(BDSG).
  • მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შეგროვდება და გამოყენებული იქნება მხოლოდ ხელშეკრულების დადების დროს ან შესწორების მიზნით. მომხმარებელი ვალდებულია განაახლოს ეს მონაცემები თავიანთ ადმინისტრაციულ ონლაინ განყოფილებაში.
  • მომხმარებლის ელ.ფოსტის მისამართი გამოყენებული იქნება მხოლოდ ინვოისების და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ასევე იმ პირობით, თუ კლიენტი არ ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ სიახლეების შეტყობინების გაგზავნას.
  • ჩვენ არ ვავრცელებთ მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებთან, გარდა ჩვენი პარტნიორებისა, რადგან მათ სჭირდებათ ანგარიშსწორება მომხმარებელთან.
  • მომხმარებელს აქვს ინფორმაციის მიღების, ცვლილებების შეტანის ან მისი წაშლის უფლება. თუ წაშლა ეწინააღმდეგება ინფორმაციის შენახვის იურიდიულ ან სახელშეკრულებო ვალდებულებებს, ან არ შეესაბამება სხვა სამართლებრივ კანონს, ინფორმაცია გახდება მიუწვდომელი.

გამოქვეყნებული კონტენტი

  • მომხმარებელი პასუხისმგებელია ინტერნეტში გამოქვეყნებული კონტენტის შინაარსზე, როგორც საკუთარი ასევე მესამე მხარის კონტენტზე. უნდა იყოს წარმოდგენილი მომხმარებლის სრული სახელი და ზუსტი მისამართი. შეემდგომი ვალდებულებები შეიძლება წარმოიშვას ტელეკომუნიკაციების და ტელეკომუნიკაციური მომსახურების შესახებ კანონის დებულებით. ჩვენი ვებ-გვერდის ნებისმიერი ფორმით გამოყენებით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და ადასტურებს, რომ გაეცნო მოხმარებლისთვის აუცილებელ პირობებს და ეთანხმება მათ.
  • მომხმარებელი ვალდებულია არ გამოაქვეყნოს კონტენტი, რომელიც შეიძლება არღვევდეს მესამე პირის უფლებებს ან სხვაგვარად არღვევდეს კანონს. დაუშვებელია ეროტიული, პორნოგრაფიული, ექსტრემისტული სახის მასალების განთავსება. ჩვენ გვაქვს უფლება შევზღუდოთ წვდომა ნებისმიერ მომხმარებელს ანგარიშზე, თუ ავღნიშნავთ დარღვევას.
  • ასევე ეს ვრცელდება ისეთ შემთხვევებში, როცა მომხმარებელი აქვეყნებს ისეთი შინაარსის კონტენტს, რომელსაც შეუძლია შელახოს ინდივიდუალური პირების ან ადამიანთა ჯგუფის უფლებებს. ამის გამოყენება შეიძლება აქტუალური იურიდიული საჩივრის გარეშეც. ჩვენ არ ვართ ვალდებულები შევამოწმოთ ჩვენი მომხმარებლების კონტენტი.
  • აკრძალულია ელ-ფოსთით სპამის გაგზავნა. განსაკუთრებით ეხება, უკანონო ან უნებართვო რეკლამის გაგზავნას მესამე მხარისთვის. რაც შეეხება ელ-ფოსტების გაგზავნას, აკრძალულია გამგზავნის ყალბი ინფორმაციის მიწოდება ან გამგზავნის პირადობის დამალვა სხვა გზით. ჩვენ გვაქვს უფლება შევზღუდოთ წვდომა, თუ მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული.

პასუხისმგებლობა

  • პირდაპირი მიყენებული ზიანის, განმეორებითი მიყენებული ზიანის შემთხვევაში ან ინტერნეტის გაუმართაობის გამო ან ტექნიკური პრობლემების გამო დაკარგულ მოგებაზე, რომელიც არ არის ჩვენს განკარგულებაში, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს.
  • ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი კონტრაქტორების წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებეების მცირე დარღვევის დროს. ეს არ ეხება ყველა მიყენებულ ზიანს და შეესაბამება პროდუქტზე პასუხისმგებელ კანონს.
  • არაპირდაპირი გზით მიყენებული ზიანის შემთხვევაში ან მოგების დაკარგვისას, ჩვენ პასუხს ვაგებთ მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში. ხელშეკრულების გათვალისწინებით, ჩვენ პასუხს ვაგებთ მხოლოდ განზრახ მიყენებულ ზიანზე და ზარალის ანაზღაურებაზე, წლიური გადასახადის მაქსიმუმ 100%.
  • თუ მომხმარებლის კონტენტი არღვევს ვალდებულებების მე-6 პუნქტს, განსაკუთრებით არღვევს იურიდიულ აკრძალვებს და ზნეობებს, მომხმარებელი ჩვენს წინაშე აგებს პასუხს ველა გამოწვეული პირდაპირი და არაპირდაპირი მიყენებული ზიანისთვის. ქონებრივი ზიანის მიყენების ჩათვლით.
  • გარდა ამისა, მომხმარებელი თანხმდება გაგვათავისუფლოს მესამე მხარის ყველა პრეტენზიისგან, არ აქვს მნიშვნელობა რა სახის შეიძლება იყოს უკანონო ინტერნეტ-კონტენტი. გათავისუფლების ვალდებულება მოიცავს პასუხისმგებლობას ყველა სამართლებრივი დაცვის ხარჯს.(მაგ. სასამართლოში და ადვოკატისთვის გადასახადი)

თანხის უკან დაბრუნების წესი

მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს გადახდილი თანხის დაბრუნების უფლება მომსახურების შეწყვეტის, გაცემული მომსახურების კრედიტების, კეთილი ჟესტების, ინვოისის კორექტირების შესაბამისად.

ჩვენ გვაქვს თანხის დაბრუნების გარანტიას 30 დღეში (ჰოსტინგის და ვირტუალურ პირად სერვერებზე) და თანხის დაბრუნების გარანტია 7 დღეში (ძირეულ სერვერებზე). დროის ათვლა დაიწყება შეკვეთის მიწოდების დროიდან და ვადაგადაცილების შემთხვევაში თანხა არ დაიბრუნება.
თუ თქვენ გსურთ შეწყვიტოთ სერვისით სარგებლობა გარანტიის დღეების განმავლობაში (და დაიბრუნოთ თანხა), თქვენ უნდა გამოგვიგზავნოთ დამოწმებული თხოვნა.

არ არის “თანხის დაბრუნების გარანტია” მომსახურების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში!

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ უახლესი განახლებული გამოყენების წესები ერთი დაწკაპუნებით ,,გამოყენების წესები და პირობები”-ს ბმულზე.

WORLDBUS-ის მომსახურების წესები და პირობები (მუდმივი ლინკი):
https://worldbus.ge/acceptable-use-policy/

Cookie ფაილების გამოყენების წესები

WORLDBUS-ის და სხვა ვებ-გვერდების დათვალიერებისას, სარეკლამო ქსელებმა, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ შეიძლება თქვენს კომპიუტერში განათავსონ ანონიმური cookie-ფაილები და გამოიყენონ მსგავსი ტექნოლოგიები, თქვენი ინტერესების გაგების მიზნით ონლაინ აქტივობის საფუძველზე, რომ ამით მოირგონ თქვენთვის შესაბამისი რეკლამა. თუ არ გსურთ მიიღოთ ასეთი ტიპის რეკლამა, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ამ გვერდს და უარი განაცხადოთ რეკლამაზე, რომლებსაც კომპანიები ახორციელებენ. (ეს ხელს არ შეგიშლით რეკლამების დანახვაში; რეკლამა უბრალოდ არ გამოჩცნდება ამ მეთოდის გამოყენებით.)