cPanel-ის გაზიარებული ჰოსტინგი

ხელმისაწვდომი cPanel Linux-ის ვებ-ჰოსტინგის პაკეტები გერმანიაში.

ოპტიმიზირებული cPanel-ის გაზიარებული ჰოსტინგი

ჩვენი cPanel-ის ჰოსტინგი თქვენი ვებ-საიტის ონლაინ რეჟიმში გადაყვანის ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი გზაა. ის შესანიშნავია ბლოგების, პორტფოლიოს, ონლაინ მაღაზიებისა და მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებული ვებსაიტებისთვისაც კი. რაც მთავარია ჩვენთან მყარი დრაივერების (SSD) საშუალებით თქვენი საიტი 200%-ით უფრო სწრაფად ჩაიტვირთება.

ჩვენ გთავაზობთ უამრავ ინსტრუმენტს, რომ დღეს თქვენი იდეა ან ბიზნესი მართოთ ონლაინ. საიტის შექმნის ხელსაწყოების შაბლონებისა და პროგრამის ინსტალაციიდან დაწყებული აქ ყველაფერია და თქვენს ხელთაა ის რაც გჭირდებათ საკუთარი ვებ – გვერდის მართვისთვის.
ჩვენ ჩვენი ჰოსტინგის სერვერებში ვიყენებთ ჰიბრიდულ ტექნოლოგიას.
რაც გულისხმობს დისტანციურ MySQL მონაცემთა ბაზას, მრავალფუნქციური PHP მხარდაჭერას, cPanel, Cloudlinux, Litespeed- სა და CXS უსაფრთხოებას (კიბერ შეტევებისგან დაცვა) ეს კი ჩვენს სერვისებს უკონკურენტოს ხდის!

Basic cPanel Hosting

  • დისკის მოცულობა 1GB
  • 10GB გამტარიანობა
  • დამატებითი დომენის გარეშე
  • დომენის პარკირება ულიმიტო
  • 1 MySQL-ის მონაცემთა ბაზა
  • ელ-ფოსტის ანგარიშებიულიმიტო
  • უფასო SSL სერტიფიკატი
  • უფასო პორტირება
  • უფასო დაყენება
  • DDOS შეტევისგან დაცვა
  • cPanel მართვის პანელი
  • გერმანია
7 ₾ /თვეში
  • დარეგისტრირდით ახლა

  • Super cPanel Hosting

    • დისკის მოცულობა 3GB
    • შეუზღუდავი ტრაფიკი
    • დამატებით 1 დომენი
    • დომენის პარკირება ულიმიტო
    • 30 MySQL-ის მონაცემთა ბაზა
    • ელ-ფოსტის ანგარიშებიულიმიტო
    • უფასო SSL სერტიფიკატი
    • უფასო პორტირება
    • უფასო დაყენება
    • DDOS შეტევისგან დაცვა
    • cPanel მართვის პანელი
    • გერმანია
    10 ₾ /თვეში
  • დარეგისტრირდით ახლა

  • Mega cPanel Hosting

    • დისკის მოცულობა 5GB
    • შეუზღუდავი ტრაფიკი
    • დამატებით 2 დომენი
    • დომენის პარკირება ულიმიტო
    • 50 MySQL-ის მონაცემთა ბაზა
    • ელ-ფოსტის ანგარიშებიულიმიტო
    • უფასო SSL სერტიფიკატი
    • უფასო პორტირება
    • უფასო დაყენება
    • DDOS შეტევისგან დაცვა
    • cPanel მართვის პანელი
    • გერმანია
    13 ₾ /თვეში
  • დარეგისტრირდით ახლა

  • ჩვენ გთავაზობთ განსაკუთრებულ მომსახურებას

    ჩვენ აგვირჩიეს მეწარმეებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და WORLDBUS-ი საკუთარ სახლად აქციეს.
    ჩვენ გთავაზობთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს და გიქმნით საუკეთესო პირობებს წარმატებული ონლაინ ბიზნესის წარმოებისთვის.

    საიმედო ვებ ჰოსტინგი

    99.9% მომსახურება შეფერხების გარეშე. 24/7/365 დღიანი მონიტორინგი.

    თითოეული სერვისის საიმედოობას და ხარისხის მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, როგორიცაა : რესურსების სწორად გამოყენება, გამტარობა, საცავის საკმარისი მოცულობა, ტექნიკური პრობლემების დროული გადაწყვეტა და ამ ყველაფერს იღებთ ჩვენთან, რაც თქვენი ბიზნესის ზრდის შესაძლებლობას გაძლევთ და არ იქცევა თქვენი ბიზნესის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორად.
    ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთ საუკეთესო ვებ-ჰოსტინგს IT ინდუსტრიაში და 99.9% მომსახურებას შეფერხების გარეშე.
    ჩვენი ჰოსტინგის ყველა სერვისს მონიტორინგს უწევს მხარდაჭერის კვალიფიციური გუნდი. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგიწიოთ 24/7/365 დღიანი მხარდაჭერა ონლაინ ჩატის, ელ-ფოსტის, ტელეფონის, სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით.

    სამუშაოს მართვა

    მასშტაბური პლატფორმა, მულტი PHP, გარანტირებული შესრულება.

    სერვერის აპარატურა დიდ როლს ასრულებს თქვენი ვებ-გვერდის მუშაობაში. მძლავრი სერვერი, რომელიც კონფიგურირებულია მულტი ოპერატიული მეხსიერებით და ძლიერი პროცესორით აუცილებლად გახდება თქვენი გვერდის მუშაობის ამაღლების გარანტი.
    ჰოსტინგის გეგმა ემყარება ჰიბრიდულ ინფრასტრუქტურას და გაძლევთ გარანტირებულ რესურსებსა და საშუალებას დროებით ან მუდმივად მიიღოთ დამატებითი სერვისები, რომ მოერგოთ თქვენს ცვალებად საჭიროებებს.
    დისტანციურად მართვადი MySQL-ის მონაცემთა ბაზა, მულტი PHP მხარდაჭერა cPanel-ის საფუძველზე, Linux-ი, Litespeed-ი და CXS (კიბერ შეტევებისგან დაცვა) ჩვენს სერვისებს უკონკურენტოს ხდიან!
    ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიურ სამყაროში და ვეცდებით მაქსიმალურად ეფექტურად ვაქციოთ თქვენი პროექტები რეალობად! WORLDBUS-ის ბრენდის ვებ-ჰოსტინგის სერვისები გთავაზობთ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებას, ხელმისაწვდომობას და ყოველ მომხმარებელზე მორგებულ პირობებს.

    უსაფრთხოება

    მრავალი სხვადასვა მიდგომა

    ვებ-ჰოსტინგის უსაფრთხოების საკითხი შეიძლება ნამდვილ კოშმარად იქცეს თქვენთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ იცით რის გამო შეიქმნა პრობლემა. ის, რაც არ გესმით ვებ-ჰოსტინგის შესახებ, შეიძლება თქვენი ბიზნესისთვის ნამდვილ კატასტროფად იქცეს. ჰაკერები მუდმივად ეძებენ გზებს, თქვენს სერვერებში შესაღწევად და ყოველდღიურად უფრო ჭკვიანები და პრაქტიკულები ხდებიან.
    ჩვენი სერვერი იყენებს SSL სერტიფიკატს, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს დაცვას კიბერ-შეტევებისგან. WORLDBUS-ის გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი, თქვენი სერვერის და ბიზნესის უსაფრთხოებისთვის, იყენებენ უახლოეს და ეფექტურ ტექნოლოგიებს, რითაც უზრუნველყოფენ კიბერ-შეტევებისგან სრულ დაცვას.
    DDOS-ს შეტევებისგან დაცვა Cisco Nexus-ის გამოყენებით, RAID მასივი (ე.წ სარკე), Cloudlinux-ი, Kernel Care-ი, ძლიერი ანტივირუსი და Firewall-ის პროგრამული უზრუნველყოფა, CSF-ი და CXS-ი, რეგულარულად მონაცემთა ავტომატური შენახვა და ა.შ. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ინსტრუმენტებისა, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ სერვერების უსაფრთხოებისთვის.

    Linux cPanel-ის გაზიარებული ჰოსტინგის შესახებ ხშირად დასმული კითხვები

    იპოვეთ პასუხები cPanel-ის გაზიარებული ჰოსტინგის შესახებ, დასმულ კითხვებიდან!

    რა არის ვებ-ჰოსტინგი და რა მომსახურებას გვთავაზობს?

    დაფიქრდით ვებ-ჰოსტინგისა და დომენურ სახელს შორის არსებულ კავშირზე, ეს ახალი სახლის აშენების მსგავსია. სწორი დომენური სახელის არჩევის შემთხვევაში, თქვენი ვიზიტორები უფრო მარტივად და სწრაფად გიპოვიან. მაგალითად, თუ თქვენ ახალი სახლი შეიძინეთ და გსურთ რომ ახლობლებმა გიპოვნონ, აუცილებლად უნდა მიუთითოთ მისამართი. ასეც ხდება თქვენი ვებ-გვერდის შემთხვევაში. როგორც თქვენ გჭირდებათ მიწის ნაკვეთი სახლის ასაშენებლად, ასევე თქვენი ვებ-გვერდი საჭიროებს ვებ ჰოსტინგის უზრუნველყოფას.

    ვებ-ჰოსტინგი არის მომსახურება, რომელიც მოიცავს ისეთ რესურსებს, როგორიცაა CPU (ცენტრალური პროცესორი), მეხსიერება და ა.შ., რის მეშვეობითაც ხდება ვებ-გვერდის ფაილების შენახვა და მათი საჯაროდ გამოქვეყნება ინტერნეტში.

    მაგალითად, როგორც მიწის ნაკვეთი, რომელიც განთავსებულია უძრავი ქონების სააგენტოში რეალიზებისთვის, ასევე ვებ-ჰოსტინგი, თქვენთვის იყოფს ადგილს, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ და ააშენოთ თქვენი ვებ-საიტი. როგორებიცაა ტექსტი, სურათი, მონაცემთა ბაზა, ვიდეოები, ელ-ფოსტის მისამართები და ა.შ დომენური სახელი, მსგავსია ქუჩის მისამართისა. ამის მეშვეობით ვიზიტორები თქვენს ვებ-საიტს მარტივად პოულობენ. თქვენი ვებ-საიტის ფაილები მონაცემებით მუდმივად უნდა იყოს განთავსებული და ხელმისაწვდომი სერვერზე. ზუსტად ამ მომსახურებას ვებ-ჰოსტინგი გთავაზობთ.

    თქვენი ვებ-საიტი, ზოგადად, ფაილების კრებულისგან და მონაცემთა ბაზისგან შედგება, რომლებიც ემსახურება თქვენს ვიზიტორს საიტის დათვალიერებისას. WORLDBUS-ი გამოყოფს ადგილს თქვენი ვებ-საიტის მონაცემების შესანახად და ინტერნეტში განთავსებისთვის.

    WORLDBUS-ზე რეგისტრაციის დასრულებისთანავე, თქვენ მიიღებთ ელექტრონულ შეტყობინებას, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი cPanel-ის ანგარიშზე შესვლის დეტალები.

    WORLDBUS-ი გთავაზობთ cPanel-ის ჰოსტინგის მართვის პანელს. cPanel-ის მართვის პანელის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ სრულად მართოთ გაზიარებული ჰოსტინგით, აკონტროლოთ რესურსების გამოყენება, შექმნათ ელ-ფოსტის მისამართები და (CMS) განახორციელოთ ქმედებები ისეთ სისტემებში, როგორიცაა WordPress-ი.

    რა სახის ვებ-ჰოსტინგი მჭირდება?

    როგორც წესი, გაზიარებული ჰოსტინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა დასაწყისისთვის და სწორედ WORLDBUS-ს ჰოსტინგი განკუთვნილია თითქმის ნებისმიერი სახის ვებ-საიტისთვის. ჩვენი cPanel-ს ჰოსტინგი გეხმარებათ დაზოგოთ დანახარჯი თქვენი ვებ-გვერდის ატვირთვის პირველ დღეებში და საშუალებას გაძლევთ გადაიხადოთ მხოლოდ თქვენთვის საჭირო რესუსრსების საფასური. თუ თქვენი ვებ-საიტი სათანადოდ არ იმუშავებს, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადახვიდეთ უფრო მაღალ ტარიფზე და მიიღოთ დამატებითი რესურსები.

    რა განსხვავებაა გაზიარებული ჰოსტინგის და (VPS) ვირტუალური პირადი სერვერის ჰოსტინგის შორის?

    გაზიარებული ჰოსტინგი, ზოგჯერ მოიხსენება როგორც ვირტუალური ჰოსტინგი და წარმოადგენს ისეთ გარემოს, სადაც რამოდენიმე ანგარიში ინახება ერთ საერთო ვებ-სერვერზე. წარმოიდგინეთ, რომ ვებ-სერვერი არის ძლიერი კომპიუტერი, დატვირთული რესურსებით. საერთო სერვერზე თითოეული ანგარიში იზიარებს სისტემის რესურსებს. ეს რესურსები მოიცავენ დისკის ადგილს, მონაცემთა გადაცემას და სერვერის გამოთვლილ სიმძლავრეს.

    გაზიარებული ჰოსტინგი არის საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენი ვებ-საიტის კონტენტის ინტერნეტში ატვირთვისთვის, რადგან სერვერის ხარჯები ნაწილდება ყველა მომხმარებლებს შორის, რომლებიც იმყოფებიან ამ სერვერზე.

    cPanel-ს გაზიარებულ ჰოსტინგზე, თქვენ იზიარებთ სერვერის რესურსებს სხვა მომხმარებლებთან, რაშიც იგულისხმება, რომ კონკრეტული რესურსების გამოყოფა თქვენი საიტისთვის არ არის გარანტირებული. ვირტუალური პირადი სერვერის (VPS) ჰოსტინგით სარგებლობისას, თქვენ გარანტირებულად მიიღებთ ყველა რესურსს თქვენი ვებ-საიტისთვის, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ხშირად მოგიწევთ თავად მართოთ თქვენი ვებ-საიტით.

    შემიძლია მოვახდინო ჩემი ვებ-გვერდის პორტირება WORLDBUS-ზე?

    დიახ! ჩვენ სრულიად უფასოდ მოვახდენთ თქვენი ვებ-გვერდის პორტირებას WORLDBUS-ის cPanel-ის გაზიარებული ჰოსტინგის სერვერზე.

    რა საშუალებით შემიძლია cPanel-ის გაზიარებული ჰოსტინგის შეძენის საფასურის გადახდა?

    WORLDBUS-ი ითვალისწინებს უსაფრთხო და მაქსიმალურად მარტივ გადახდის მეთოდებს : PayPal, Credit/Debit ბარათებით (VISA, Master, Amex და ა.შ.), Bitcoin, მობილურით გადარიცხვას და ა.შ.

    კრიპტოვალუტით ჰოსტინგის შეძენა შესაძლებელია!